ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის სამხედრო ხუნტამ აუნგ სან სუ ჩი და ოპოზიციის სხვა ლიდერებს ახალი კონსტიტუციის შექმინის ირგვლივ საუბრებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მისცა.


<!-- IMAGE -->

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა შონ მაკკორმაკმა გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება სადაც აუნგ სან სუ ჩის და სხვა დემოკრატიული მოძრაობისა და ეთნიკური უმცირესობების მოლაპარაკებებიდან გამორიცხვის ფაქტი დაგმო. ძალზე ნათელია, რომ ხუნტის თავკაცი გენერალი ტან შვე და მისი რეჟიმი სინამდვილეში არ აპირებს დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში იმ პარტიების ჩართვას, რომლების ამ პროცესში მონაწილეობაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, მათ შორის ბირმის მეზობელმა ქვეყნებმა და გაეროს წარმომადგენელმა იბრაჰიმ გამბარიმ მოითხოვეს. დემოკრატიისათვის მებრძოლი ეროვნული ლიგის ლიდერმა აუნგ სან სუ ჩიმ ნათლად გამოხატა ის, რომ ხუნტის ლიდერებთან შეხვედრის მოწადინებულია. იგი აგრეთვე გაეროს მიერ აღმოჩენილ დახმარებასაც მიესალმება. როგორც ბატონმა მაკკორმაკმა აღნიშნა „დემოკრატიზაციის პროცესს ბირმაში სწორედ, რომ ტან შვე და სხვა მაღალი რანგის გენერლები უშლიან ხელს”. ამ დროს კი მიუხედავად ზოგი დაკავებულის გათავისუფლებისა, ბირმის ციხეებში გასული სექტემბრის დემონსტრაციის ათას რვაასამდე მონაწილე რჩება პატიმრობაში. სექტემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ ათასობით ადამიანი დააპატიმრეს. ხუნტამ დემონსტრაცია სასტიკად დაარბია. ჯარმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ჯგუფი საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ დემონსტრაციის წინა პერიოდში ბირმის ციხეებში ათასი პოლიტიკური პატიმარი იყო გამომწყვდეული. შეერთებულმა სტატებმა დაგმო ის, რომ ბირმის რეჟიმი აგრძელებს პროდემოკრატიული აქტივისტების დაკავებისა და ბუდისტი ბერების დევნის პროცესს. სწორედ ამ რეპრესიების გამო ძნელი დასაჯერებელია, რომ ხუნტა ნამდვილად აპირებს გაეროსთან თანამშრომლობას. ვინაიდან გაერომ არაერთხელ მოსთხოვა ხუნტას რეპრესიების შეწყვეტა. შეერთებულმა შტატებმა გენერალ ტან შვეს, აუნგ სან სუ ჩისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოსთხოვა. ამერიკა აცხადებს, რომ ეს აუცილებელი პირობაა დემოკრატიული მოძრაობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გასამართავად და საბოლოოდ ბირმაში სამოქალაქო, დემოკრატიული რეჟიმის დასამყარებლად.

XS
SM
MD
LG