ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ელჩი პაკისტანში მომავალი არჩევნების შესახებ საუბრობს


აშშ ელჩი პაკისტანში ენ პატერსონი აცხადებს, რომ ამერიკას თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ხილვა სურს პაკისტანში. რაც შეეხება ამ არჩევნების შედეგებს, პატერსონი ამბობს, რომ ამერიკა მიუკერძოებლობას შეინარჩუნებს. ამერიკა მიესალმება პრეზიდენტ მუშარაფის პირობას, რომ 16 დეკემბრისთვის მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა. თუმცა მეტია გასაკეთებელი თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად. იმისათვის რათა ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართოს, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაკავებული წევრები უნდა განთავისუფლდნენ, აცხადებს ელჩი პატერსონი. მან ასევე გამოხატა შეშფოთება, რომ პაკისტანის პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტებისა და იურისტების დაკავება გრძელდება. მათ შორის არის პაკისტანის უზენაესი სასამართლოს იურისტთა ასოციასიის პრეზიდენტი აიტზაზ აჰსანი. ენ პატერსონის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობებია. პაკისტანის მუსლიმთა ლიგის ლიდერთან, ყოფილ პრემიერ მინისტრ ნავაზ შარიფთან შეხვედრისას, ენ პატერსონმა კანდიდატებს და მოსახლეობას მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში. პაკისტანში არჩევნების თარიღად 8 იანვარია გამოცხადებული. ელჩი პატერსონი ასევე პაკისტანის ხელისუფლებას მოუწოდებს სწრაფად მოხსნას შეზღუდვები მედიაზე და ნება დართოს მაუწყებლებს პროგრამები განაახლონ. სამხრეთ აზიელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ენ პატერსონმა განაცადა, რომ ჟურნალსტებს უფლება აქვთ გააშუქონ მოვლენები და კომენტარები გააკეთონ მოვლენებზე მთავრობის ჩარევის გარეშე. თუმცა ამ უფლებასთან ერთად, არსებობს პასუხისმგებლობა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვის საქმეში. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შონ მაკორმაკი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში ყველას ვისაც სურვილი აქვს პაკისტანში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მშვიდობიანად მიიღოს მონაწილეობა, ამის საშუალება უნდა მიეცეს, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია და რომ საარჩევნო დამკვირვებლებს სრული საშუალება მიეცეთ თავისუფლად დააკვირდნენ არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ყველაფერი ის, რასაც ამერიკა ელის ნებისმიერი არჩევნების ჩატარებისას მთელს მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG