ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა რუსეთში მცხოვრები უზბეკი გააძევა ქვეყნიდან


ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ რუსეთმა იგნორირება მოუხდინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსეთში მცხოვრები უზბეკი გააძევა ქვეყნიდან. ორგანიზაცია „სამოქალაქო შემწეობის კომიტეტის” აქტივისტმა ელენა რიაბინინამ განაცხადა, რომ აბდუგანი კამალიევი, რომელსაც რუსი მეუღლე ჰყავს გასულ თვეს ქალაქ ტიუმენში დააკავეს და გუშინ დეპორტირება მოუხდინეს უზბეკეთში.

ამ განცხადების თანახმად, რუსეთმა ამ ნაბიჯს მიმართა მიუხედავად იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ რუსეთის პოლიციასა და გენერალურ პროკურატურას გააცნო საკუთარი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კამალიევის ექსტრადიცია სასამართლო გარჩევის გარეშე დაუშვებელია. როიტერსი ციტირებას უხდენს რიაბინინას, რომლის თანახმადაც კამალიევს უზბეკეთში ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა, რელიგიური ზიზღის გაღვივება და აკრძალული რელიგიური ჯგუფის წევრობა. როგორც რიაბინინა ამტკიცებს, უზბეკეთში კამალიევს წამება და ხანგრძლივი პატიმრობა ელის.

XS
SM
MD
LG