ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის რეჟიმი განაგრძობს მოსახლეობის დაშინებას


აშშ ვიცე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანელი ხალხი დაშინებისა და მუქარის გარემოში ცხოვრობს. “ირანში მოქმედებს საიდუმლო პოლიცია, ხალხს აკავებენ გასამართლების, ეს კი ძალადობის შეგრძნებას იწვევს. ირანის რეჟიმი უფრო ქედმაღლური ხალხის მიმართ სასტიკი გახდა. აშინებენ ჟურნალისტებს. რელიგიურ უმცირესობებს სდევნიან. მოკლეს დისიდენტებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტები. ზოგიერთი მათანი კი უგზო უკვლოდ გაუჩინარდა. მოვლენებთან რაიმე კავშირის გარეშე დააკავეს სტუმრად ჩასული სპეციალისტებიც.”

გავიხსენოთ წარმოშობით ირანელი, ახლა უკვე ფრანგი რეჟისორის მეჰრნუშ სოლუკი. იგი ირანში 2006 წლის დეკემბერში ჩავიდა რელიგიური უმცირესობებისთვის დამახასიათებელი დაკრძალვის სხვადასხვა ტრადიციების შესახებ ფილმზე სამუშაოდ.

რადიო ფარდასთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, ქალბატონმა სოლუკიმ განაცხადა, რომ მუშაობის პროცესში მას ხავარანის სასაფლაოზე მოუხდა ყოფნა, რომელიც თეირანის შემოგარენში მდებარეობს. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აღნიშნულ სასაფლაოზე ის ადგილი სადაც 1988 წელს პოლიტიკური პატიმრები დახოცეს და შემდეგ დამარხეს, ბევრად განსხვავდებოდა სხვა ადგილებისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში, სოლუკის ბინას ალყა შემოარტყა ირანის პოლიციამ. იგი დააკავეს და ევინის ციხეში ჩასვეს. ერთი თვის შემდეგ გაანთავისუფლეს, თუმცა მას ირანის დატოვების უფლება დღემდე არ აქვს.

17 ნოემბერს, დახურულ კარს მიღმა იგი სასამართლოში დაჰკითხეს. განხილვის პროცესი, შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო. სავარაუდოდ სოლუკის ბრალად ედება პროპაგანდის წარმოება ირანის მთავრობის წინააღმდეგ. რეჟისორი დღეს აცხადებს, რომ იგი გაურკვეველ სიტუაციაში- თითქოსდა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის იმყოფება. დააკავეს სხვებიც, ვინც ხავარანის სასაფლაო მოინახულა . მათ შორის არიან 1988 წლის მკვლელობებიდან მე19 წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის მონაწილეები. ცერემონია ირანში წელს აგვისტოში გაიმართა.

დაკავებულ იქნა ცერემონიის ერთერთი მონაწილის ქალიშვილიც, რომელიც ცერემონიის შემდეგ მამის ბედის შესახებ დაინტერესდა. 7ვე ადამიანი ამჟამად ევანის ციხეში იმყოფება. ირანის რეჟიმს როგორც სჩანს ცოცხლების და მკვდრების ერთნაირად ეშინია. მაგრამ, როგორც აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ამბობს--ირანელ ხალხს უფლება აქვს საკუთარ ქვეყანაში ტირანიისა და ჩაგვრის გარეშე იცხოვროს.

XS
SM
MD
LG