ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის საზღვართან მდებარე რეგიონში, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 ხოლო დაშავდა 4 ჯარისკაცი


პაკისტანის საჯარისო შენაერთების ინფორმაციით, ავღანეთის საზღვართან მდებარე რეგიონში, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 ხოლო დაშავდა 4 ჯარისკაცი. ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქება დღეს, ვაზირისტანის რაიონში განხორციელდა.

ისლამისტმა მეამბოხეებმა დისტანციური მართვის საშუალებით ააფეთქეს ბომბი, მაშინ როცა გზაზე სატვირთო ავტომანქანით ჯარისკაცები მოძრაობდნენ. ამ ფონზე, პოლიციის 8 თანამშრომელი დაიღუპა გუშინ სვატის დაბლობზე მომხდარი შეტაკებისას. გარდა ამისა, ქალაქ ალაჰაბადში, რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიჭრა როცა მათ სახლებს ჭურვები მოხვდა.

XS
SM
MD
LG