ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერაცია პაკისტანის სვატის დაბლობზე


პაკისტანის უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ სვატის დაბლობზე, პაკისტანის ჩრდილოდასავლეთის რეგიონში თალიბები განდევნეს სტრატეგიული მნიშვნელობის მთის პიკიდან. შეტაკებისას დაიღუპა 40 მოთარეშე. ამით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე დაღუპული მოთარეშეების რაოდენობა 200ზე მეტია. მათ შორის არის ადგილობრივ მოთარეშეთა ლიდერი. “ხალხი მხარს უჭერა მოთარეშეთა წინააღმდეგ შეტევას” თქვა პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა გენერალ მაიორმა ვაჰიდ არშადმა.

პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ამას გარდა დააკავეს და დახურეს ექსტრემისტული რადიო სადგური, სახელწოდებით “მულა რადიო”. რადიოს თალიბების მომხრე მუსლიმი სასულიერო ლიდერი მაულანა ფაზლულა უწევდა კურირებას. რადიო სადგური ძალადობით იმუქრებოდა იმათ წინააღმდეგ, ვინც ისლამისტური მმართველობის იდეას უარყოფს.

სარედაქციო წერილში, სათაურით “ჯარისკაცებმა ფეხი დაადგეს სვატის დაბლობს” პაკისტანის ყოველდღიურმა გაზეთმა აღნიშნა, რომ ფაზლულას პარპაშს სვატის დაბლობზე, ალ ყაიდა უჭერდა მხარს. საგაზეთო წერილის თანახმად, ალ ყაიდას მსგავსად, ფაზლულას კონტროლი ხალხზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორისგან იღებს სათავეს., რაც ასევე არის ადგილობრივი ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლის ნაწილი. “

აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ნეგროპონტემ განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს პაკისტანის მთავრობის ძალისხმევას ძალადობა აღკივეთოს სვატის რაიონში. “მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ პაკისტანის მთავრობა, მისი ჯარი და პაკისტანის უშიშროების სამსახურები სიტუაციას სრული სერიოზულობით ეკიდებიან. დემოკრატიული პაკისტანი, რომელიც ტერორს ებრძვის, აშშ სა და პაკისტანის ინტერესებს ემსახურება.”

ბატონმა ნეგროპონტემ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ძალა არ არის ერთადერთი გზა ტერორიზმის დამარცხებისა. მისი განცხადების თანახმად, ამ მიზნის მისაღწევად, ნებისმიერმა ქვეყანამ ექსტრემიზმი უნდა დაამარცხოს და ზომიერი პოლიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბოს.” ნეგროპონტემ ამასთან თქვა, რომ აშშ პაკისტანის ხალხთან და მთავრობასთან მუშაობს ძალადობრივი ექსტრემიზმის დასამარცხებლად და რომ ამერიკას მიაჩნია, რომ ამის საუკეთესო გზა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის განვითარებაა.

XS
SM
MD
LG