ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი დასავლეთს რუსეთის საქმეებში ჩარევას აბრალებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს რუსეთის საქმეებში ჩარევას აბრალებს, რაც მისი აზრით რუსეთის დასუსტებისკენ არის მიმართული. პრეზიდენტმა პუტინმა ეს განცხადება მოსკოვში დღეს მიტინგზე გააკეთა--ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. მიტინგის მონაწილეებს პრეზიდენტმა განუცხადა, რომ რუსეთის ოპოზიცია უცხოეთის მთავრობების სახსრებით ფინანსდება და არა რუსი ხალხის მხარდაჭერით. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი, ვინც მთავრობის მომხრე “ გაერთიანებულ რუსეთის” პარტიას ეწინააღმდეგებიან--რუსეთის სახელმწიფოს შესუსტებასა და რუსული საზოგადოების გახლეჩას ისახავენ მიზნად. მიტინგზე, რომელიც ლუჟნიკების სტადიონზე გაიმართა, ხალხს ხელთ ეჭირა ტრანსპარანტები--“პუტინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა.” ამ ფონზე, მოსკოვში, ოპოზიციის ლიდერმა გრიგორი იავლინსკიმ განაცხადა, რომ ბატონი პუტინის მმართველობა ავტორიტარული ხდება, რის შედეგადაც ქვეყანაში ერთპარტიული ტოტალიტარული რეჟიმი მოქმედებს. მან პრეს კონფერენციაზე ასევე თქვა, რომრომ პუტინის მიზანია რუსეთის პრეზიდენტად დარჩეს მთელი ცხოვრების განმავლობაში..
XS
SM
MD
LG