ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მუშარაფის ახალ მთავრობას


პაკისტანის ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ მუშარაფის ახალ მთავრობას, რომელიც 9 იანვარს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე იმუშავებს. ოპოზიციის განცხადებით მოჰამედინ სომროს მეთაურობით შექმნლი ახალი მთავრობა ვერ იქნება ობიექტური, რადგან მხოლოდ გენერალ მუშარაფის მომხრეებით არის დაკომპლექტებული. პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენაზირ ბჰუტომ ასევე დაგმო დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება და განაცხადა რომ გენერალ მუშარაფის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხდების შემდეგ წარმოუდგენელია პაკისტანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ბენაზირ ბჰუტომ ფერვეზ მუშარაფს გადადგომისკენ მოუწოდა და დასძინა რომ მისი სახალხო პარტია პაკისტანის დიქტატორთან არანაირ გარიგებაზე არ წავა.
XS
SM
MD
LG