ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისე მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, 24 ოქტომბერს განუცხადა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების საბჭოს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ნეგროპონტემ. დღეს, მსოფლიოში მრავლად არის ისეთი საკითხი, რომელიც ამერიკა-ჩინეთის თანამშრომლობას მოითხოვს.
აქედან, ერთერთი მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეჩერება. ბატონი ნეგროპონტეს განცხადებით, პეკინმა უკვე ბევრი გააკეთა იარაღისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გაყიდვის შემცირების საქმეში. ამის ერთერთი მაგალითI იყო როცა ჩინეთმა უმასპინძლა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. 2006 წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გასროლისა და მათი გამოცდის შემდეგ, ჩინეთი გაეორს უშიშროების საბჭოს სხვა წევრებს შეუერთდა ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით. ნეგროპონტეს განცხადებით, ამერიკა ჩინეთთან გააგრძელებს მუშაობას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების სრული შეჩერების მისაღწევად.
ირანთან მიმართებაში, ჩინეთი იზიარებს ამერიკის პოზიციას რომ ირანმა არ უნდა შეიძინოს ბირთვული იარაღი. ჩინეთმა, ამერიკასთან ერთად, ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მისცა ხმა. მიუხედავად ამისა, არის სხვა ზომები, რომელსაც ჩინეთმა უნდა მიმართოს, მათ შორის ირანის გაზისა და ენერგო სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიზანშეწონილობა. ნეგროპონტემ აღნიშნა, რომ ამერიკამ ჩინეთს უკვე ხაზგასმით განუცხადა, რომ ასეთი ინვესტიციები, ისე როგორც იარაღის გაყიდვა, ირანის მთავრობას არასწორ სიგნალს აძლევს და ასევე შეშფოთებას იწვევს ყველგან.