ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შონ მაკორმაკი კომენტარს აკეთებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე


აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა დღეს თბილისში ჩადის, რათა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდეს.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებულის შონ მაკორმაკის განცხადებით: "ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. კიდევ უფრო დაგვწყვიტა გული საქართველოს პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის 15 დღის გაგრძელებამ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საგანგებო მდგომარეობა დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები და დროზე ჩაატაროს არჩევნები, დიალოგი გამართოს ოპოზიციასთან საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ."

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებულის განცხადებით, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ოცნებებს ნატოში გაწევრიანების შესახებ.

XS
SM
MD
LG