ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებელი აზერბაიჯანული გაზეთის რედაქტორს სასამართლომ 8 წელ ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


დამოუკიდებელი აზერბაიჯანული გაზეთის რედაქტორს ეინულა ფატულაევს ქვეყნის სასამართლომ რვა წლი ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბატონ ფატულაევს მის გაზეთში დაბეჭდილი მასალის მეშვეობით, ტერორიზმის პროვოცირებასა და ეთნიკური შუღლის წაქეზებაში დასდეს ბრალი. დაიხურა ფატულაევის კუთვნილი ორივე გაზეთი. თავად ბრალდებული საპატიმროში გასული აპრილის სემდეგ იმყოფება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანის ტომ კეისი მიერ დაწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული მისჯის ფაქტი, კრიტიკის ჩაჩუმებისა და სიტყვის თავისუფლების მოსპობისკენ გადაგმულ აშკარა ნაბიჯს წარმოადგენს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბატონი ფატულაევის გაზეთებში მძაფრად აკრიტიკებდნენ მთავრობის წევრებს და ბევრს წერდნენ კორუფციის შესახებაც. ეუთომ აგრეთვე დაგმო მისჯის და ჟურნალისტის ჩაჩუმების ეს მცდელობა. გასულ აპრილს ბატონ ფატულაევს ორ წლი ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ინტერნეტის ვებ გვერდზე განთავსებული სტატიისათვის. თავად ბრალდებული აცხადებს, რომ ამ სტატიაში აზერბაიჯანელებს აუგად სხვა ავტორი მოიხსენიებს და არა იგი. 2006 წელს ფატულაევს აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის კრიტიკისთვის ორი წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. „მთავრობის შეკვეთით, ფატულაევისთვის განაჩენის გამოტანით, აზერბაიჯანის სასამართლომ მთელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა”. ამბობს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დამცველი ლიგის „კანონიერების” ხელმძღვანელი საიდა გოჯამანლი და ამატებს, რომ ფატულაევის დაპატიმრება, აზერბაიჯანში თავისუფალი პრესის არსებობას უქმნის საფრთხეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ იმ უკანასკნელ ანგარიშში, რომელიც გლობალურად ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება, აზერბაიჯანის შესახებ ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კანონი სიტყვის თავისუფლებას იცავს და კრძალავს ცენზურას, პრაქტიკაში მთავრობა არაფრად აგდებს ამ კანონს. მთავრობის მაკრიტიკებელ ჟურნალისტებს დევნის, გატაცების, ფიზიკური გასწორების საფრთხე ელით. ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ცილისწამების და სახელის გატეხვის ბრალდების მიზეზს იყენებს და უზენაეს სასამართლოს ფულადი ჯარიმის გადახდის განაჩენებს არებინებს. ამ მაღალი ჯარიმების გადახდა კი ძალზე აფერხებს გაზეთების გამოცემას და აფრთხობს ჟურნალისტებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი ტომ კეისი ამბობს, რომ თავისუფალი პრესა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენენ და მათი არსებობა აუცილებელია ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისათვის. „დამოუკიდებელი მედიის განვითარების მიზნით, შეერთებული შტატები აზერბაიჯანის მთავრობას პრესის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს”. ასრულებს ბატონი კეისი.
XS
SM
MD
LG