ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი და ერაყი თანამშრომლობას აფართოვებენ ტერორიზმის დასაძლევად


ერაყი და თურქეთი შეთანხმდნენ ერთად იმუშავონ ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტული საქმიანობის დასაძლევად. ერთობლივ კონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი ბაბაკანსა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოშიარ ზებარის მონაწილეობით, ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა არავის, პი ქეი ქეის ჩათვლით, საშუალებას არ მისცემს თურქეთის და ერაყის ორმხრივი ურთიერთობები მოწამლოს. ბატონმა ზებარიმ ასევე განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა აქტიურად დაეხმარება თურქეთს ამ საშიშროების დაძლევაში. ამ ტერორისტული ორგანიზაციის-პი ქეი ქეის მიერ განხორიცელებული ძალადობრივი აქტების შედეგად თურქეთში 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 თურქი ჯარისკაცი, რომლებიც ერაყის მოსაზღვრე რაიონში დაიღუპნენ. ერაყს პასუხისმგებლობა აკისრია მისივე ტერიტორიაზე ტერორიზმი აღკვეთოს. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა განაცხადა, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს. მისი განცხადებით: “ პი ქეი ქეი ტერორისტული ორგანიზაციაა. ბოლო პერიოდში თურქეთის ტერიტორიაზე ჯარისკაცები დაიღუპნენ და ამის შემდეგ, ჩვენ დავგმეთ ამ ორგანიზაციის მიერ ჩადენილი მსგავსი შემთხვევები. თურქეთისა და ერაყის მთავრობების ერთობლივი ნება-ამ საკითხის მოსაგვარებლად ნამდვილად საგულისხმოა. “ ბატონმა მაკორმაკმა განაცხადა, რომ ერაყის მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს ამ ორგანიზაციის თავდასხმების შესაკავებლად. “ჩვენ ერაყის მთავრობის მოქმედებას ველით ამ ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად. რა თქმა უნდა ნებისმიერმა ზომამ რომელსაც ერაყის მთავრობა დამოუკიდებლად ან თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებით გადადგავს, არ უნდა შეაფერხოს პრობლემის გრძელვადიანი გადაწეყვეტა. სხვანაირად, ერაყის მთავრობამ ეს ორგანიზაცია უნდა გააუქმოს. “ აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ პი ქეი ქეის ტერორიზმის დასამარცხებლად აუცილებელია თანამშრომლობა. მისი განცხადებით: “აშშ ერაყსა და თურქეთში მის მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს ამ რთული სიტუაციის გადასაწყვეტად, რომელიც როგორც სჩანს ერაყის შორეული ნაწილიდან მომდინარეობს. ამ ძალისხმევას კი ინფორმაციის გაზიარება და კოორდინაცია ესაჭიროება.” ერთობლივ განცხადებაში, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა პირობა დადეს გააფართოვონძალისხმევა თურქ და ერაყელ მოკავშირეებთან, რათა მოხდეს ერთობლივი მიზნების მიღწევა ქურთთა მუშათა პარტიის ტერორიზმის აღმოსაფხვრელად.
XS
SM
MD
LG