ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის საზღვართან 4 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს


კალიფორნიის შტატის ხელისუფლების განცხადებით მექსიკის საზღვართან 4 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომლებიც ამ რაიონში მძვინვარე ხანძრის დროს დაიღუპნენ. სან დიეგოს მახლობლად აღმოჩენილი დამწვარი ადამიანები, სამი მამაკაცი და ერთი ქალი არალეგალი ემიგრანტები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ძლიერი ხანძრის ზონაში მოხვდნენ. კიდევ ორი ადამიანის გვამი სან დიეგოს რაიონში ხანძრისგან განადგურებულ ერთ-ერთ სახლში იპოვნეს. აღნიშნული რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაციისას 5 ადამიანი დაიღუპა. მთლიანად განადგურდა 161 ათასი ჰექტარი ტყის მასივი და 2 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. ხუთშაბათს კალიფორნიაში პრეზიდენტი ბუში ჩავიდა, რომელმაც ამ შტატის გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერთან ერთად მოინახულა სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული რაიონები და დახმარება აღუთქვა იმ ხალხს, რომლებმაც ხანძრის გამო მთელი ქონება დაკარგეს.
XS
SM
MD
LG