ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ „ქურთების მუშათა პარტიის” ტერორისტთა წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით იმოქმედებენ


ერაყი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ „ქურთების მუშათა პარტიის” ტერორისტთა წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით იმოქმედებენ.

თურქეთისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრების ალი ბაბაჯანისა და ჰოშიარ ზებარის მიერ მოწყობილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრებმა განაცხადეს, რომ ტერორიზმს დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ და, რომ არც ერთ პარტიასა თუ ჯგუფს, მათ შორის ქურთების მუშათა პარტიასაც, არ მისცემენ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაფუჭების შესაძლებლობას. ბატონმა ზებარიმ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარების საქმეში ერაყის მთავრობა აქტიურ დახმარებას გაუწევს თურქეთს.

ბოლო რამდენიმე კვირის განამვლობაში, ქურთების მუშათა პარტიის მიერ თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს ორმოცამდე ადამიანის, მათ შორის თორმეტი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ ძალადობა აუცილებლად უნდა აილაგმოს:

„ქურთების მუშათა პარტია ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელთანაც აუცილებელია გამკლავება. სულ ახლახანს ჩვენ მოწმენი გავხდით მრავალი ადამიანის დაღუპვისა თურქეთში და ჩვენ დავგმეთ ქურთების მუშათა პარტიის მიერ მოწყობილი ეს თავდასხმები. ამან კი ნათელი გახადა ის, რომ თურქეთისა და ერაყის მთავრობებმა ეს პრობლემა ერთობლივი ძალებით უნდა მოაგვარონ”. აღნიშნა ბატონმა მაკკორმაკმა.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ ერაყის მთავრობას ტერორისტული თავდასხმების ასალაგმავად რაიმე ზომები მიეღო. ზომები რომელსაც ერაყი თურქეთთან ერთად ტერორისტების წინააღმდეგ განახორციელებს, არ აქარწყლებს მთავარ მიზანს, რომელიც ქურთების მუშათა პარტიის მოსპობაში გამოიხატება”. დაამატა პრესმდივანმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობას ქურთების მუშათა პარტიის ტერორისტების დასამარცხებლად დიდი მნიშვნელობა აქვს:

„შეერთებული შტატებს, ერაყის ჩრდილოეთში გამაგრებული ტერორისტების მიერ შექმნილ ამ ძალზე რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალზე სწადია ერაყელ და თურქ მოკავშირეებთან თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლას და საერთოდ შეთანხმებულ მოქმედებას გულისხმობს”. სთქვა ქალბატონმა რაისმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ მელიბანდის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, ქურთების მუშათა პარტიის ტერორიზმის ასალაგმავად, თურქეთთან და ერაყთან თანამშრომლობას გააღრმავებენ.

XS
SM
MD
LG