ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის სადრის უბანში ამერიკელებსა და შიიტურ ფორმირებებს შორის მომხდარი შეტაკებისას 49 წევრი დაიღუპა


ბაღდადის სადრის უბანში ამერიკელ სამხედროებსა და შიიტურ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის მიმდინარე ბრძოლაში 49 წევრი დაიღუპა.

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომჯარისკაცებმა დღეს დილით სადრის უბანში ერთერთი მოთარეში საძებნად რეიდი განახორციელეს. ეს მოთარეშე ირანის მიერ დაფინანსებული ცნობილი პირების გატაცებითაა დაკავებული.

ამ ინფორმაციის თანახმად, ამერიკელებზე თადასხმა ავტომატებისა და ნაღმსატყორცნების მეშვეობით განხორციელდა. ამერიკელებმა კი სამხედრო ავიაცია დაიხმარეს.

თვითმხილველებს თქმით შეტაკებაში ორი ბავშვი დაიღუპა. ამერიკელები ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან.

ეკლესიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში ერთი კვირის წინ გატაცებული ორი კათოლიკე მღვდელი გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG