ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები პაკისტანის არჩევნებზე დაკვირვებისთვის გამიზნულ  პროგრამებს აფინანსებს


ავღანეთის სამხედრო შენაერთმა, რომელსაც საჰაერო ძალები და არტილერია უწევდა დახმარებას, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სოფელ მუსა ყალაში ასზე მეტი თალიბი მებრძოლი გაანადგურა.

იმ თალიბებს, რომლებსაც ეგონათ, რომ მუსა ყალა ავღანეთის არმიისგან დაცული იყო იმედი გაუცრუვდათ. ამბობს ამერიკელი არმიის მაიორი კრის ბელჩერი.

მეზობლად მდებარე უზურგანის პროვინციაში, დე რავუდის მიდამოებში, ავღანეთის არმიისა და მათი მოკავშირე კოალიციის მებრძოლები თალიბ მოთარეშეთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ. ბრძოლის შედეგად ოთხმოცზე მეტი თალიბიდან სამოცდახუთი გაანადგურეს. მაიორი ბელჩერი ამტკიცებს, რომ აქაც მუსაყალას მსგავსად მოთარეშეებს მიაჩნდათ, რომ დაცულები იყვნენ.

წელს ავღანეთში ბრძოლების რიცხვმა მოიმატა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ ავღანელმა ექსტრემისტებმა კარგად იციან, რომ ვერც პირისპირ ბრძოლაში გაიმარჯვებენ და ვერც ღია დებატებში. ერთადერთ გამოსავალს ისინი მოულოდნელ და დაუნდობელ თავდასხმებში ხედავენ. ამ თავდასხმებს არავიტარი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მხოლოდ შიშის, და მთავრობის დოქტრინის წარუმატებლობის შთაბეჭდილების შექმნას ემსახურება, ამბობს ბატონი ვოლკერი.

ავღანეთში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება. ეს პროგრესი ავღანეთის ხალხის, მთავრობისა და შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების დახმარების შედეგია. 2001 წელს მკურნალობაზე ხელი ავღანელთა მხოლოდ რვა პროცენტს მიუწვდებოდა. ახლა კი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ექვსას სამოცდაათი საავადმყოფო და კლინიკა აშენდა, მკურნალობაზე ხელი ქვეყნის მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს მიუწვდება. პროფესიული მომზადება თერთმეტ ათასამდე ექიმმა, და სხვა სამედიცინო პერსონალმა გაიარა.

2001 წელს ავღანეთის სკოლებში მხოლოდ ცხრაასი ათასი ბიჭი სწავლობდა. გოგონებს სკოლებში სიარული ეკრძალებოდათ. სადღეისოდ კი სკოლებში ხუთ მილიონზე მეტი ბავშვი სწავლობს. მათ შორის მილიონ ნახევარზე მეტი გოგონაა.

ხუთი წლის ასაკამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ოცდაოთხი პროცენტით დაიწია.

ავღანეთში ასფალტი შვიდი ათას ოთხასი კილომეტრის საერთო სიგრძის გზაზე დააგეს. შედარებით მანამდე ასფალტი მხოლოდ ორმოცდაათი კილომეტრის სიგრძის გზაზე იყო დაგებული

ლტოლვილთა საკითხების გაეროს უმაღლესი კომისარიატის მონაცემების მიხედვით, 2002 წლის შემდეგ ავღანეთში ოთხ მილიონზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ამერიკა ავღანეთის საკითხის მოგვარებისათვის ძალ-ღონეს არ იშურებს და იმ სახელმწიფოებთან ერთად იღწვის ავღანეთისთვის, ვინც ასევე არაგულგრილად უდგება ამ საკითხს.

XS
SM
MD
LG