ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეგვიპტეს ესტუმრა


ვიზიტის მიზანს მომავალი თვისთვის დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენციისთვის ისრაელსა და პალესტინელებს შორის შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს.

ქალბატონი რაისი ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ აბულ ღეითს შეხვდა. მუბარაქი მანამდე ისრაელსა და პალესტინელებსა და თავად პალესტინელთა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის შუამავლის როლს არაერთხელ ასრულებდა. გუშინ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მას კარგად ესმის ის, რომ ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური არ არის, არამედ ჩვეულებრივი ებრაელებისა და პალესტინელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აქვს დიდი გავლენა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან მოწყობილი ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას ქალბატონმა რაისმა აღნიშნა, რომ ახლა პალესტინელები მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ ნაბიჯს დგავენ კონფლიქტის შესაწყვეტად.

XS
SM
MD
LG