ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიკარდო სანჩესი ბუშის ადმინისტრაციის მიერ ერაყში შექმნილი სიტუაციის   აკრიტიკებს


ერაყში კოალიციისა და ამერიკული ძალების ყოფილი მეთაური გენერალი რიკარდო სანჩესი ბუშის ადმინისტრაციის მიერ ერაყში შექმნილი სიტუაციის აკრიტიკებს, და აცხადებს, რომ ეს ნამდვილი კოშმარია რომელსაც ბოლო არ უჩანს.

სანჩესის მტკიცებით, ერაყში გატარებული სტატეგია, მათ შორის ბოლო დროს დისლოცირებული ძალების გაზრდა უგუნური და სასოწარკვეთილი მცდელობაა ომის რეალობის მოგვარებისა.

თადარიგში გასულმა გენერალმა ომის თავდაპირველ გეგმას კატასტროფულად მცდარი უწოდა და ასევე არარეალურად ოპტიმისტური მან ამერიკელი ლიდერები არაკომპეტენტურადაც მოიხსენია.

გენერალ სანჩესის განცხადებებს ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია ბუშის ადმინისტრავიის მხრიდან. ადმინისტრაციის წარმმადგენლემბმა მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ისინი პატივს სცემენ სანჩესის მიერ გაწეულ სამსახურს.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა რომ დიდი სამუშაოები შესასრულებელი რჩება, პროგრესი მაინც არსებობს.

XS
SM
MD
LG