პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამბობს, რომ შეერთებული შტატები დახმარებას უწევს ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფთ. „მთელი მსოფლიოს საკვები დახმარების ნახევარს შეერთებული შტატები გაიღებს”. ამბობს პრეზიდენტი: „ჩვენ საკვებს სუდანის ლტოლვილთა ბანაკებიდან სხვადასხვა ქვეყნების ღატაკთა უბნების ჩათვლით ყველას ვუგზავნით. მე აგრეთვე ახალი წინადადებით გამოვედი, რომლის თანახმადაც, ჩვენ საკვებს ადგილობრივი, აფრიკელი და სხვა ქვეყნების ფერმერებისგან შევიძენთ და არა განვითარებული ქვეყნებისგან. ეს პრაქტიკა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და შიმშილის აღმოფხვრის საქმეს წაადგება. მე ვარწმუნებ ჩვენს კონგრესს, რომ ამ წინადადებას მხარი დაუჭიროს”. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა. „ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, ტროპიკულ აფრიკაში შიდსის დიაგნოზის დასმა სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა და მკურნალობა ორმოცდაათ ათას დაავადებულზე ნაკლებ დაავადებულს უტარდებოდა. მას შემდეგ შეიქმნა გლობალური ფონდი, რომელიც მთავრობებთან და კერძო სექტორთან ერთად იბრძვის გადამდები დაავადებების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა კიდევ უფრო შორს წასვლა გადაწყვიტა და შიდსთან საბრძოლველად თხუთმეტ მილიარდ დოლარიანი საგანგებო გეგმა შეიმუშავა. 2003 წელს მოყოლებული დღემდე ამ გეგმის დახმარებით ტროპიკულ აფრიკაში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მედიკამენტები მილიონზე მეტ დაავადებულს მიეწოდა. ეს კარგი დასაწყისია. მიმდინარე წლის დასაწყისში, მე გეგმის დაფინანსების ოცდაათ მილიარდამდე გაზრდის წინადადებით გამოვედი. მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით მსოფლიო შიდსს დაამარცხებს”. გააგრძელა ბატონმა ბუშმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ციებასთან ბრძოლის საქმეშიც მოწინავე როლს თამაშობს: „ზოგ ქვეყანაში მალარიას იმდენივე ადამიანის სიცოცხლე ეწირება რამდენიც შიდსს. მსხვერპლთა უმეტესობას ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. ეს კი მიუღებელია იმიტომ, რომ მალარიის თავიდან აცილება და მკურნალობა წარმატებითაა შესაძლებელი. ყველა უწყის, რომ მალარიის თავიდან აცილება საწოლის ბადით დაცვის, საცხოვრებლის შეწამვლითა და მედიკამენტების მეშვეობით ხდება. ორი წლის წინ ამერიკამ ერთი მილიარდ ორას მილიონ დოლარიანი დაფინანსების მქონე მალარიასთან საბრძოლველი პროგრამა წამოიწყო. სხვა ქვეყნები და კერძო სექტორიც ძალზე მნიშვნელოვან წვლილს იღებენ ამ საქმეში. მე ყველა წევრ ქვეყანას მოვუწოდებ, რომ მათ ბრძოლაში ჩართვის ახალიგ გზებიც გამოძებნონ და იმ დღეს დაგვაახლოვონ, როდესაც მალარია გაუვნებელყოფილ იქნება. როდესაც მსოფლიოში მრავალი ბავშვი შიმშილით იღუპება ან კოღოს ნაკბენს ეწირება, ჩვენი მოვალეობა შესრულებულად ვერ ჩაითვლება”. დაასრულა საუბარი პრეზიდენტმა ბუშმა.