ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებულ შტატებში კოლუმბის დღე არინიშნება


1492 წლის 12 ოქტომბერს სამი გემი დღეს ბაჰამის კუნძულებად წოდებულ არქიპელაგს მიადგა. ამ მცირე ესპანურ ფლოტილიას იტალიელი ქრისტეფორე კოლუმბი ხელმძღვანელობდა. იგი ევროპიდან აზიისკენ მიმავალ უმოკლეს საზრვაო გზას დაეძებდა, სინამდვილეში კი ახალი, ევროპელთათვის უცნობი სამყარო აღმოაჩინა.

კოლუმბი 1451 წელს დაიბადა. იგი რენესანსის ეპოქის ნამდვილი შვილი იყო. ამ დროს ევროპამ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურისა და ცოდნის დაბრუნება დაიწყო. 1440 წელს წიგნის საბეჭდი დაზგის გამოგონებამ კომუნიკაციისა და სწავლების სფეროში ნამდვილი რევოლუცია გამოიწვია. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების, პლატონის, არისტოტელესა და კლასიკური ეპოქის სხვა ცნობილი მოაზროვნეების ნაშრომები უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

ბევრ ადამიანს სამყაროს მოწყობის მაშინდელ ცოდნასი ეჭვი შეეპარა. კოპერნიკმა და გალილეომ დედამიწის სამყაროს ცენტრად ყოფნის მითი დაანგრიეს.

„ახალი ცოდნა”, როგორც მას უწოდებდნენ კრიტიკულად არიქვავდა ავტორიტარული მმართველობის სისტემას, რომელიც მეფობის ღვთავებრივ უფლებას ეყრდნობოდა. ინგლისელი პოლიტიკური ფილოსოფოსი ჯონ ლოკი ამტკიცებდა, რომ ყოველი კანონიერი მმართველობა მართულთა თანხმობით ხდება. შემწყნარებლობისადმი მიძღვნილ ცნობილ ესეში ლოკმა აღნიშნა, რომ რწმენა ადამიანის კერძო უფლებაა და არა სახელმწიფოს განკარგულება და იქ სადაც ერთი რომელიმე რწმენა მაინც იდევნება, არც ერთი სხვა რწმენა არ არის ასეთი დევნისგან დაცული.

ასეთი იდეებით ფრთაშესხმული ევროპელები ახალი სამყაროს ატვისებას სეუდგნენ. იმ იდეით შეპყრობილებმა, რომ თავისუფლება ყველა ადამიანის უფლებას წარმოადგენს, ამერიკის შეერთებული შტატები შექმნეს და ველური სამყარო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანად აქციეს.

კოლუმნბის ნაოსნობის შემდეგ განვლილი ხუთასი წლის განმავლობაში, თავისუფლებისა და უკეთესი ცხოვრების წყურვილმა ამერიკისკენ მილიონობით ადამიანი მოიზიდა. კოლუმბის დღე იმ მრავალფეროვნების და მემკვიდრეობითობის ზეიმსაც წარმოადგენს, რომელიც ამერიკას უნიკალურს ხდის. ეს მემკვიდრეობითობა კარგად იკვეთება შეერთებული შტატების დიდ სახელმწიფო ბეჭედზე ამოტვიფრულ ლათინურ წარწერაში. „E Pluribus Unum” მრავლისგან ერთი ასე იკითხება ეს დევიზი.

XS
SM
MD
LG