ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისმაილ ჰანიე სამშვიდობო კონფერენციის ბოიკოტის მოწოდებით გამოდის


ღაზის სექტორში ჰამასის მთავრობის ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიამ არაბულ სახელმწიფოებს შეერთებული შტატების მეურვეობით მიმდინარე სამშვიდო კონფერენციის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ეს კონფერენცია ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ითვალისწინებს. ისმაილ ჰანიას განცხადებით საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ უნდა გადახედონ თავის გადაწყვეტილებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ. ოთხშაბათს იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასის შეხვდნენ ერთმანეთს, რომლის დროსაც პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხები განიხილეს. მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეწვევა რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გამართვს მოლაპარაკებებს.
XS
SM
MD
LG