ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატში დემოკრატები ცდილობენ ახალი კანონ-პროექტის დამტკიცებას


აშშ-ის სენატში დემოკრატები ცდილობენ ახალი კანონ-პროექტის დამტკიცებას, რომელმაც ერაყში ომის მსვლელობა შეიძლება შესცვალოს. სენატორი კარლ ლევინი წარმოადგენს კანონ-პროექტს, რომლის თანახმად ყველა ამერიკელი სამხედრო მსამსახურე მომავალი წლის ივნისისათვის ერაყიდან სამშობლოს უნდა დააბრუნონ.

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატები ვერ დააგროვებენ ხმათა აუცილებელ რაოდენობას, რათა ამ კანონპროექტს კენჭი უყარონ. შეგახსენებთ, რომ დემოკრატების ინიციატივით მანამდე ორჯერ შეეცადნენ მსგავსი კანონ-პროექტების კენჭისყრაზე დაყენებას, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. რესპუბლიკელებმა ჩააგდეს დემოკრატთა ინიციატივა, რომლის ძალითაც ამერიკელ სამხედროებს როტაციაში მეტი დრო ექნებოდათ ამერიკაში ყოფნისათვის.

XS
SM
MD
LG