ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში კამიკაძე უერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. ტერაქტი მიმართული იყო ფრანგული სამხედრო კონტინგენტის ავტოკოლონაზე. დაიჭრა რამოდენიმე ავღანელი მშვიდობიანი მოსახლე. პოლიციის განცხადების თანახმად აფეთქებას დღეს დილით ქაბულის დასავლეთ უბანში ჰქონდა ადგილი. ფრანგული კონტინგენტი ჩართულია ავღანეთში ნატოს ძალებში. ამერიკული სამხედრო კონტინგენტის პრეს ცენტრის განცხადების თანახმად ამერიკულმა და ავღანურმა ერთობლივმა ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში რეიდი მოაწყეს.

მოკლულია თალიბთა ორმოცი მებრძოლი. გარმსირის ოლქში საიდუმლო საწყობიდან ამოღებულია დიდძალი იარაღი და ტყვია-წამალი. ნატოს ავიაციამ გირიშკის პროვინციაში განახორციელა ავია-დარტყმები. დაიგუპა სულ მცირე ექვსი მშვიდობიანი მოსახლე. ნატომ აღიარა ეს შეცდომა და განაცხადა, რომ მისი ავიაციის გამოყენება მოითხოვეს ბრიტანული სამხედრო კონტინგენტის წევრებმა მას შემდეგ, რაც მათ მასიური ცეცხლი გაუხსნეს თალიბებმა.

XS
SM
MD
LG