ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიური უბედურების ზონაში აშშ დახმარებას უზრუნველყოფს


ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში ბოლო დროს მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზარალის სარეაბილიტაციოდ აშშ ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებს ეხმარება. პერუში მომხდარი 8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი დაშავდა ან არადა იძულებული იყო საცხოვრებელი მიეტოვებინა და სტიქიის რაიონს გასცლოდა. დომინიკის რესპუბლიკაში, ჰაიტიში, ბელიზში, მექსიკაში, ჰონდურასსა და ნიკარაგუაში ქარიშხლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი უსახლკაროდ დარჩა. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო და აშშ თავდაცვის სამინისტრო ერთად მუშაობენ პერუსთვის ორ მილიონ დოლარადა ღირებული ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. პერუს მთავრობასთან, გაეროს უწყებებთან, კერძო სადამხმარებლო ჯგუფებთან მუშაობით აშშ პერუს მიწისძვრის შედეგებთან საბრძოლველად სხვაგვარად ეხმარება: მაგალითად, იუ-ეს-ეიდმა საგანგებო დახმარებით დატვირთული სამი ავიარეისი გაგზავნა. ტვირთი მოიცავდა სასმელ წყალს კონტეინერებით, ზეწრებსა და საბნებს. იუესეიდმა ასევე უზრუნველყო საოიფსე დახმარება გაეროს სტიქიური ანალიზისა და კოორდინაციის ჯგუფისთვის. კარიბის აუზის ქვეყნებში ქარიშხლის მოლოდინში, იუესეიდმა საგანგებო ჯგუფები მიავლინა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის მექსიკაში, ჰონდურასში, გვატემალაში, ნიკარაგუასა და ბელიზში. ამ ჯგუფებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის მოადგილის თომ ქეისის განცხადებით, შეუძლიათ სწრაფად შეაფასონ დაზარალებული მოსახლეობის კონკრეული მოთხოვნები : “იუ-ეს-ეიდს რამდენიმეჯერ ჰქონდა საწყობები ფლორიდაში, სადაც ისინი წინასწარ აგროვებდნენ სხვადასხვა პირველადი მოხმარების ნივთებს. ჩვენი საელჩოები, კი, რა თქმა უნდა, ასევე მზად არიან იმ ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად, რისი გაღებაც მათ უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ.” ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებს აშშ ასევე ეხმარება რათა ადგილობრივმა მთავრობებმა უფრო კარგად შესძლონ სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლა. 1998 წლის შემეგ, აშშ-მ 30მილიონზე მეტი დოლარი გაიღო ამ რეგიონში სტიქიური უბედურებების დროს ექსპერტების ქსელის შექმნისა და შენარჩუნების მიზნით. აშშ ასევე იმუშავებს დაზარალებულ ქვეყნებთან, რათა დახმარებამ მოსახლეობამდე სწრაფად მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG