ისლამისტურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად ალ ყაიდას ქსელი მომავალ კვირას, 11 სექტემბრის თავდასხმების მე-6 წლისთავზე გეგმავს ოსამა ბინ ლადენის ახალი ვიდეო ფირი გაავრცელოს. გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვებ გვერდზე, ასევე მოთავსებულია დევნილი ტერორისტი ლიდერის ფოტო. ეს ადამიანი ვიდეო მასალაში 2004 წლის შემდეგ არ გამოჩენილა. ბოლო აუდიო შეტყობინება ამ ტერორისტის სახელით ერთი წლის წინ გავრცელდა. ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ თქვა, რომ 11 სექტემბრის თავდასხმებიდან 6 წლის თავზე, მიმდინარე კვირას გერმანიასა და დანიაში განხორციელებული დაპატიმრებები, ისევე როგორც ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ბრძოლები გვახსენებს ტერორისტთა მხრიდან მომავალი მზარდი საფრთხის შესახებ. წარმომადგენელმა დასძინა, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა ტერორისტის წინააღმდეგ, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.