ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განთავისუფლებული სამხრეთ კორეელი მძევლები სეულში ჩაფრინდნენ


19 სამხრეთ კორეელი, რომლებიც ექვსი კვირის განმავლობაშi თალიბებს ჰყავდათ დატყვევებული დღეს სეულში ჩავიდნენ. განთავისუფლებულ მძევლებს ოჯახის წევრები და ჟურნალისტები შეეგებდნენ. ისინი სეულში დუბაიდან ჩაფრინდნენ, ერთერთმა მათგანმა აეროპორტშივე ბოდიში მოუხადა სამხრეთ კორეის მოსახლობას იმ მიყენებული ტკიკივილისათვის რომელიც მათ ტყვეობამ მოუტანა სამხრეთ კორეას. ამის შემდეგ, ჯგუფის წევრები ფსიქოლოგიური და სამედიცინო გამოკვლევისთვის, საავადმყოფოში გადაიყვანეს. თალიბებმა 23 სამხრეთ კორეელი ქრისტიანული ორგანიზაციის თანამშრომელი ავღანეთის სამხრეთში 19 ივლისს აიყვანეს ტყვედ. მძევალთა უმრავლეობას ქალები შეადგენდნენ. თალიბებმა სიცოცხლეს გამოსალმეს ორი მამაკაცი მძევალი, ორი ქალი კი გამტაცებლებმა რამდენიმე კვირით ადრე გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG