ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორმა ამერიკელმა მღვდელმა პროტესტის ნიშნად  დასტოვა ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია


ორმა ამერიკელმა მღვდელმა პროტესტის ნიშნად დასტოვა ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია ეპისკოპალური ეკლესიის ორ ამერიკელ მღვდელს კენიის ანგლიკანურ ეკლესიაში ეპისკოპოსებად მოუხდინეს აღსაყდრება.

ამ ორმა მღვდელმა პროტესტის ნიშნად დასტოვა ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია რადგანაც მასში დაშვებულია ჰომოსექსუალისტთა მღვდლებად ხელდასხმა. ეპისკოპალურ ეკლესიაში ეს პრაქტიკა 2003 წელს შემოიღეს.

მსოფლიო ანგლიკანური ეკლესიების ხელმძღვანელობამ ამერიკელ ეპისკოპალებს მოუწოდა შესწყვიტონ ჰომოსექსუალისტთა ხელდასხმა და ცალსქესა წყვილთა ჯვრისწერის პრაქტიკა.

ამის პარალელურად მან აფრიკულ ეკლესიებს უბრძანა ეპისკოპოსებად არ მოუხდინონ აღსაყდრება ამერიკელ მღვდლებს რათა კიდევ უფრო არ გამწვავდეს განხეთქილება ეკლესიებს შორის.

ამერიკული ეპისკოპალური ეკლესიის ეპისკოპოსები სექტემბერში ჩაატარებენ სხდომას რათა მიიღონ გადაწყვეტილება დაემორჩილონ თუ არა მსოფლიო ანგლიკანური ეკლესიის მოთხოვნას.

XS
SM
MD
LG