დღეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით გადაიცა რუსეთის გენერალური პროკურორის იური ჩაიკას მოხსენება, სადაც იგი აცხადებს რომ კრემლის პოლიტიკის მოწიანააღმდეგე რუსი ჟურნალისტის, ანა პოლტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილებს უახლოეს მომავალში გაასამართლებენ.
შეგახსენებთ რომ ანა პოლიტკოვსკაია რომელიც, 2006 წლის ოქტომბერში საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს, ჩეჩნეთში რუსეთის ხელისუფლებისა და შეიარაღებული ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს გამოვლენას ცდილობდა.
ჟურნალისტი მის მკვლელობამდე მუშაობდა მოხსენებაზე რომელიც ჩეჩნეთში რუსი სამხედროების დანაშაულებრივ პოლიტიკას ამხელდა.