საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელშიც მოითხოვს პასუხს კითხვაზე, არის თუ არა აუცილებებლი 1921 წლის ემიგრაციისა და ემიგრანტების შთამომავალთა პოლიტიკური რეაბილიტაცია მათი სრული პოლიტიკური უფლებების აღდგენით ?! პრეზიდენტის პასუხზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ს.ზურაბიშვილი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს გზის ლიდერი აღნიშნულ გარემოებას პრობლემად არ მიიჩნევს. თვლის, რომ ეს არის შანსი, ყველამ გაიგოს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება 1921 წლის ემიგრაციის მიმართ. შეგვიძლია თავად ს.ზურაბიშვილს მოვუსმინოთ, რომელიც ამბობს, რომ დაიბადა საქართველოს მოქალაქედ, ხოლო არ ესმის როდის უნდა ჩამოსულიყო საქართველოში ? – “საბჭოთა რეჟიმის დროს და ამით ხაზი გადამესვა ყველა იმ პრინციპისთვის, რაც ემიგრაციას გააჩნდა ?!”- სვავს კითხვას ემიგრანტების შთამომავალი ს.ზურაბიშვილი და ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას „სამწუხაროდ “აკმაყოფილებს - არის 35 წლის. ... მანდილოსანი ყოველთვის მანდილოსნად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ასაკობრივი ზღვარია დაწესებული, იგი 35 წლის უნდა იყოს, მანდილოსანში წლოვანების ხაზგასმა მაინც მწუხარებას იწვევს. თუმცა, შესაძლოა წლოვანების ხაზგასმა არასასურველი საქართველოს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატისთვის იყოს: ირაკლი ოქრუაშვილი 35 წლის 6.11. გახდება. მიიღებს თუ არა ი.ოქრუაშვილი მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში დამოკიდებული იქნება იმაზე, როდის დანიშნავს არჩევნებს მიხეილ სააკაშვილი.
პოპულარული
1