დაიღუპა მის ბორტზე მყოფი 14-ვე სამხედრო მოსამსახურე.
ამერიკული სამხედრო კონტინგენტის პრეს-ცენტრის განცხადების თანახმად Blackhawk-ის ტიპის შვეულმფრენმა როგორც ჩანს ტექნიკური მიზეზებით განიცადა ავარია.
ამავე განცხადების თანახმად შევულმფრენის ჩამოვარდნა არ არის დაკავშირებული მოწინააღმდეგის ცეცხლთან. მიმდინარეობს გამოძიება.
ამ ფონზე ქალაქ ბაიჯიში კამიკაძე ტერორისტმა ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობას შეაჯახა ფეთქებადი მასალებით დატვირთული სატვრთო ავტომობილი. აფეთქების შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა 19 კაცი. არიან დაჭრილები.