ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  პერუში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა


მიწისძვრა რიხტერის შკალით 5,9 ბალის სიძლიერის იყო. ოთხშაბათს მომხდარი 8 ბალიანი მიწისძვრის შედეგად სულ ცოტა 510 ადამიანი დაიღუპა და 1500 დაშავდა. ათი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ, სასმელი წყლის და მედიკამენტების გარეშე დარჩა.

სტიქიით დაზარალებული რაიონი ქაოსით არის მოცული. აქ სხვადასხვა ბანდები დათარეშობენ, რომლებიც ძარცვა-გლეჯით არიან დაკავებულნი.

პერუს პრეზიდენტმა ალან გარსიამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და პირობა მისცა რომ არავინ დაიტანჯება შიმშილისა და უწყლობის გამო.

XS
SM
MD
LG