ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ექსპერტები ადასტურებენ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის თვითმფრინავმა დაარღია


დღეს უკვე ცნობილი გახდა საერთაშორისო ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის დასკვნა ექვს აგვისტოს გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან მომხდარ დაბომბვასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვქმია : - „ ამოუცნობი თვითმფრინავი გამოფრინდა რუსეთის საჰაერო სივრციდან და დაბრუნდა რუსეთის საჰაერო სივრცეში 3-ჯერ. შეჭრის თითოეული ოპერაცია სრულდებოდა ერთი თვითმფრინავის მიერ“.

საერთაშორისო ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი შვედეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ხელმძღვანელობით საქართველოში 12.08-დან მუშაობდა.

თბილისში დღეს ელიან ექსპერტთა დელეგაციას მოსკოვიდან. რუსეთი 6.08. ინციდენტის ერთობლივ გამოძიებაზე დათანხმდა.

საქართველოში ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ არ ჩამოაგდო ქართულმა მხარემ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია ? იხსენებენ დავიოთ თევზაძეს, რომელიც ქართული მხარის უმოქმედებაზე მსგავსი ინციდენტების დროდ ამბობდა : რით ჩამოვაგდო?! „რაგატკით ? “

ამ კითხვებით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ ალბათ საქართველოში მალე გაჩნდება ისეთი საშუალებები, როცა მსგავსი დამრღვევი ობიექტის ფრენა შეწყდება, ოღონდ არა მისი განადგურებით, არამედ - დასმით.. შემდეგ გამოძიება დაადგენს ამ დამრღვევის „ვინაობას“ და ა.შ.

XS
SM
MD
LG