დღეს საქალაქო სასამართლოში, პარალელურად ორი პროცესი იმართება, ორივე მათგანი არასრულწლოვანთა შორის ძალადობის ფაქტებს და მომხდარ მკვლელობას ეხება. ორივე შემთხვევაში გარდაცვლილია 15 წლის მოზარდი, მაგრამ ერთგან გოგონაა, მეორეგან კი ბიჭი. დღევანდელი სასამართლო პროცესები, რომელთა შესახებაც სატელევიზიო მედია დილიდან მაუწყებლობს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ პრობლემა – ძალადობა მოზარდებში - ჯერ ისევ მოუგვარებელი რჩება და მასთან ბრძოლაა საჭირო. ბრძოლა კი მრავალმხრივი, სრულყოფილი და მომავალზე ორიენტირებული უნდა იყოს. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო, რაც ამ მიმართულებით უკვე გაკეთდა ეს არის, რომ მოზარდების მიმართ გაცილებით დაუნდობელი გახდა კანონი. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვესაუბრებით განათლების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ბელა წიფურიას.
ბელა წუფურია – რა თქმა უნდა სასჯელის საფრთხის არსებობა განაპირობებს კანონის და წესის დაცვისადმი მეტ ერთგულებას თითოეულის ადამიანში. მაგრამ ამასთანავე ჩვენ მოწაფეებთან ვცდილობთ, ნებისმიერი ტიპის სააღმზრდელო, საგანმანათლებლო აქტივობებით ვცდილობთ ამ განცდების გააქტიურებას. მაგალითად სამოქალაქო განათლება მოსწავლეს ასწავლის თუ როგორ უნდა იცხოვროს ნებისმიერმა მათგანმა ადამიანთა, სამოქალაქო საზოგადოებაში.
- ამ პროექტზე, რასაც სამოქალაქო განათლების მიცემა ქვია, საშუალო სკოლების მოწაფეებისათვის, დიდი ხანია დამუშავების პროცესშია. საინტერესოა, ხდება თუ არა დღეისათვის ამ საგნის სწავლება და რა კეთდება დღეს კონკრეტულად მოზარდებში ძალადობის წინააღმდეგ?
ბელა წიფრუია – სამოქალაქო განათლება უკვე სავალდებულო საგანია მე-7, მე-10 კლასებში. სახელმძღვანელოები კი უკვე ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სტანდარტს ზემოთ აქტივობებს, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ყოველი მათგანში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.
და ბოლოს, ვიდრე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი შესრულებული იქნება, უკვე ცნობილია, რომ საშუალო სკოლების უმეტეს ნაწილში დამონტაჟებულია ე.წ. ვიდეო თვალი, რომელიც პირველ რიგში სამართალდამცავებს დამნაშავის აღმოჩენაში დაეხმარება. ის ასევე ხელს შეუწყობს მოზარდებში, მათზე არსებული კონტროლის გამძაფრებას. ასეთი ვიდეო თვალი ინგლისის ყველა სკოლაში დაიდგა და ამან ძალადობის ფაქტების ერთი მეოთხედი გამოავლინა. მაგრამ ინგლისში ასევე, კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ამ ძალადობის მიზეზების კვლევის პროცესი. საინტერესოა, თუკი იგეგმება საქართველოში მსგავსი კვლევების ჩატარება?
ბელა წიფურია – რა თქმა უნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი პროგრამის დაგეგმარებისას, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ასეთი კვლევის კომპონენტი ბუნებრივია იქნება.
- რასაკვირველია თუკი არ იქნება დადგენილი ძალადობის მიზეზი, მაშინ ძალადობასთან ბრძოლას ყოველგვარი აზრი ეკარგება და ყოველგვარ ეფექტს კარგავს. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ კვლევა ისევე აქტიურად ჩატარდება, როგორც მაგალითად რეფორმა მოზარდების მიმართ კანონის გამკაცრების საკითხში.