ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ მალიკი თურქეთში იმყოფება


მან მოლაპარაკებები უნდა ჩაატაროს უშიშროების საკითხებზე ისევე როგორც თურქეთში მცხოვრები ქურთი მეამბოხეების შესახებ, რომლებიც ერაყის ტერიტორიას აფარებენ თავს.

დღეს ანკარას აეროპორტში გაკეთებულ განცხადებაში ბატონმა მალიკიმ მისი ვიზიტი დაახასიათა, როგორც ძალისხმევა გაფართოვდეს ორმხრივი ურთიერთობა თურქეთსა და ერაყა შორის და გაიზარდოს ურთიერთთანამშრომლობა უშიშროების, ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგებში.

მალიკის დელეგაციაში სამთავრობო კაბინეტის რამოდენიმე წევრი შედის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრების ჩათვლით. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოგანი ბატონი მალიკისაგან მოითხოვს, რომ ერაყმა აღკვეთოს ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეების მიერ ერაყის ჩრდილოეთის ტერიტორიების გამოყენება თურქეთის წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელების საქმეში.

თურქეთი სამხედრო ოპერაციის ჩატარებით იმუქრება ერაყის ტერიტორიაზე, რათა გაანადგუროს ქურთ მეამბოხეთა ბაზები. აშშ-ი და ერაყის მთავრობა ამტკიცებენ, რომ ამგვარი ოპერაციის ჩატარება დესტაბილიზაციას მოუხდენს ქურთებით დასახლებულ ერაყის ჩრდილოეთ რეგიონს.

XS
SM
MD
LG