რაფიკულა პაკისტანის ერთ-ერთი რელიგიური სკოლის მოწაფე იყო. ეს ყმაწვილი ივნისში გადმოიყვანეს ავღანეთში და ხოსტის პროვინციის გუბერნატორის არსალაჰ ჯამალის ლიკვიდაცია დაავალეს შახიდის ქამრის გამოყენებით.
ეს ტერაქტი ავღანეთის ხელსიუფლებამ ჩაშალა. ხოსტის გუბერნატორმა კი პატარა ტერორისტის შეწყალება მოითხოვა, რადგან ის ისლამის მტრების მიერ იყო შეცდომაში შეყვანილი. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით მსოფლიო შემზარავი ფაქტის წინაშე დადგა, როდესაც მუსულმანი ბავშვების კამიკაძეებად გადაქცევას ცდილობენ.
ივნისში თალიბებმა 6 წლის ბავშვის გამოყენება სცადეს კოალიციური ძალების ჯარისკაცების აფეთქების მიზნით რაც საბედნიეროდ უშედეგოდ დასრულდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის ტომი სნოუს განცხადებით ბავშვების კამიკაძეებად გამოყენების მცდელობა კარგად მეტყველებს თალიბთა არაადამიანურ სახეზე:” თალიბები უდანაშაულო ავღანელების, მათ შორის მცირეწლოვანების გამოყენებას ცდილობენ თავიანთ ტერორისტულ საქმიანობაში. მათ სისასტიკეს საზღვარი არა აქვს. ისინი თავებს აჭრიან ადამიანებს, არ ერიდებიან მძევლების აყვანას და თვითკვლელების მიერ აფეთქებების მოწყობის პრაქტიკას. არც ის არის გასაკვირი რომ მათ ამ მიზნით ბავშვების გამოყენებაც დაიწყეს.”
თალიბთა ბარბაროსობამ ამ ბოლო ხანს ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა, თუმცა მუსულამნები მთელს მსოფლიოში თავიანთ უკმაყოფილებას არ მალავენ ისლამისტი ესტრემისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტების გამო.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით პაკისტანელების მხოლოდ 9% ამართლებს ისლამისტი კამიკაძეების მოქმედებას, მაშინ როდესაც 2004 წელს ამას მოსახლეობის 41% უჭერდა მხარს.
პრეზიდენტ ბუშის აზრით ჭეშმარიტი მუსულმანები მხარს არ უჭერენ ექსტრემისტების მოქმედებას. მათი მსხვერპლი ხომ პირველ რიგში ისევ მუსულმანები ხდებიან:” ავღანეთში ისინი მასწავლებლებს კლავენ. ერაყში ტერორისტებმა მათ მიერ მოკლული ჭაბუკის ცხედარი დანაღმეს და მაშინ ააფეთქეს, როდესაც ნათესავები მის გადასვენებას ცდილობდნენ. ისინი ბავშვებით სავსე მანქანებით უშიშროების საგუშაგოებზე უპრობლემოდ გადიან და შემდეგ ამ მანქანებს აფეთქებენ.” ჩვენი მტრები არ არიან ნამდვილი მუსულმანები, ისინი სიძულვილით შეპყრობილი ადამიანები არიან. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.