ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ბაღდადში გაიმართა


24 ივლისს ერაყში შეერთებული შტატების წარმომადგენელი რაიან კროკერი ამ ქვეყანაში ირანის ელჩს ჰასან კაზემი ქომის შეხვდა. ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ბაღდადში გაიმართა და ერაყის უშიშროების პრობლემებს მიეძღვნა.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით ირანი და შეერთებული შტატები დაინტრესებულნი არიან სტაბილური, დემოკრატიული ერაყის არსებობაში. მხარეები შეთანხმდენ რომ ალ-ყაიდა ირანის, ერაყის და ამერიკის საერთო მტერია.

რაიან კროკერის თქმით სამწუხაროდ მაისის შემდეგ გაძლიერდა ირანის დესტრუქციული საქმიანობა ერაყში:” ჩვენს ხელთ ჩავარდნილი ტყვეების ინფორმაციით აშკარად გამოიკვეთა ირანის როლი ერაყში იარაღის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს პირდაპირ განვუცხადეთ ირანელებს და ახლა მათზეა დამოკიდებული, თუ რას მოიმოქმედებენ ამასთან დაკავშირებით.”

შეერთებული შტატები და ირანი ერაყის ხელსიუფლებასთან ერთად სპეციალური კომიტეტის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ერაყის უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს.

ბატონი კროკერის განცხადებით ირანს თავისი სიტყვების დამტკიცების საშუალება ეძლევა სტაბილური და დემოკრატიული ერაყის მხარდაჭერის შესახებ. შეერთებულ შტატებს კარგად მოეხსენება, თუ რაში მგომარეობდა ირანის პოლიტიკა წარსულში და იმასაც გულდასმით დააკვირდება თუ როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ის მომავალში.

ამერიკელი ელჩის განცხადებით ირანმა უნდა შეწყვიტოს უკანანო შეაირაღებული ჯგუფების მხარდაჭერა და თავისი ყოფილი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სტაბილობის დამყარებისთვის იზრუნოს. ეს ირანის ინტერესებშიც შედის. სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში ერაყელების შემდეგ ყველაზე უფრო მეტად ხომ ირანელები დაზარალდნენ. ირანელებს არასოდეს დაავიწყდებათ სადამ ჰუსეინის მიერ წამოწყებული 8 წლიანი ომი მათი სამშობლოს წინააღმდეგ. განაცხადა რაიან კროკერმა.

XS
SM
MD
LG