ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციურმა ძალებმა ერაყში მოკლეს სამი ტერორისტი და დააკავეს 44 ეჭვმიტანილი


აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად სამხედრო ოპერაციისას კოალიციურმა ძალებმა ერაყში მოკლეს სამი ტერორისტი და დააკავეს 44 ეჭვმიტანილი. ოფიციალური პირები აცხადებენ რომ სამხედრო რეიდები ბაღდადის, რამადისა და მოსულის შენობებში განხორციელდა. სამი მოკლული მეამბოხე კოალიციურ ძალებზე თავდასხმის მცდელობისას მოკლეს.

ამავე განცხადების თანახმად დაკავებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან მჭიდროდ არის დაკავსირებული. ბაღდადის ერთერთ პროვინციაში სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას ავტომობილის აფეთქებისას დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. სამხედრო ძალები აცხადებენ რომ დაღუპული ჯარისკაცი ოპერატიული ჯგუფის წევრი იყო.

ბაღდადის აღმოსავლეთით აფეთქებამ იმსხვერპლა კიდევ ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG