ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კირკუკში ბომბის აფეთქებისას 80 კაცი დაიღუპა


ქალაქ კირკუკში კამიკაძის მიერ სატვირთო მანაქანაში დამონტაჟებული ბომბის ფაეთქების შედეგად სულ ცოტა 80 ადამაინი დაიღუპა.

კამიკაძემ ერაყის პრეზიდენტის ჯალალ თალაბანის ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ოფისტან მოახერხა ბომბის აფეთქება. ერაყის პოლიციის განცხადებით მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან დაჭრილია 180-ზე მეტი ადამიანი. ამ გამანადგურებელი აფეთქების შემდეგ კირკუკში ავტომობილში დამონტაჟებული კიდევ ორი ბომბი აფეთქდა, რასაც პოლიციის ოფიცრის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 4 ადამიანი.

ქურთებს კირკუკში ავტონომიის შექმნა სურთ ადგილობრივი არაბები და თურქმენები ეწინააღმდეგებიან. დღესვე ბაღდადში ნაღმზე აფეთქების შედეგად 5 ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG