ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის დედაქალაქში ქორწილის მიმდინარეობისას ბომბი აფეთქდა


ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული. დაიღუპა 17 ადამიანი, დაშავდა 25. აფეთქებას შიიტურ უბანში ჰქონდა ადგილი.

ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ნეფე-დედოფალი კი დაშავდნენ.

ამ ფონზე, ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ბაღდადის დასავლეთში განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა.

გუშინ კი ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ჯავშანტრანსპორტმა ნაღმის ამ სახეობას ვერ გაუძლო.

აშშ ირანს ადანაშაულებს მეამბოხეებისთვის ასეთი ტიპის იარაღის მიწოდებაში.

XS
SM
MD
LG