ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრელის ჯარისკაცებმა ღაზას სექტორში ექვსი კაცი მოკლეს


მოკლულთაგან ხუთი პალესტინური შეიარაღებული ფორმირებების წევრები იყვნენ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ებრაელმა ჯარისკაცებმა , რეიდის მოწყობის მიზნით, ღაზას სექტორის საზღვარი დღეს გადაკვეთეს. შეტაკება მაღაზის ლტოლვილთა ბანაკის შორიახლოს მოხდა. ისრაელმა პალესტინელთა მილიციის წინააღმდეგ საჰაერო დაბომბვა გამოიყენა.

პარალელურად, ჰამასის მოძრაობამ, ღაზას სექტორის სახელმწიფო მოხელეებს სამუშაო ადგილებზე შეღწევა აუკრძალა. ჰამასმა ღაზას სექტორი მოქიშპე ფათას მოძრაობის დამარცხების შემდეგ ჩაიგდო ხელში. ჰამასმა დასვენების დღეებად ოთხსაბათი და ხუთშაბათი გამოაცხადა, თუმცა მაჰმუდ აბასის მთავრობა დასვენების დღეებად პარასკევსა და შაბათს მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG