ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსში ამერიკელი დიპლომატი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა


პოლიციის ინფორმაციით, სამხედრო ატაშე თომას მუნი სხვებმა ბოლოს ხუთშაბათს შუადღისას შენიშნეს ნიქოზიაში მდებარე საელჩოს ტერიტორიაზე. საელჩოს განცხადებით, მუნი დიპლომატიური თანამშრომელი იყო, თუმცა უცნობია ზუსტად რაზე მუშაობდა იგი. საელჩომ 45 წლის მუნის სურათი გამოაქვეყნა, და მოქალაქეებს მოუწოდა მისი ადგილმდებარეობის შესახებ, საელჩოს აცნობონ. გამოქვეყნდა მისი დაკარგული მანქანის ფოტოსურათიც. მუნის მობილური ამ წუთებში გათიშულია. ფრანგული საინფორმაიცო სააგენტო იტყობინება, რომ პოლიცია პორტებსა და აეროპორტებში აწარმოებს დაკვირვებას.
XS
SM
MD
LG