ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ინსპექტორები ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდნენ ბირთვული რეაქტორის დათვალიერების მიზნით


რეაქტორის გაჩერება ფხენიანმა ოფიციალურად შეათანხმა, საწვავის დახმარების სანაცვლოდ. 2002 წლის შემდეგ, როცა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორები ობიექტიდან განდევნეს, ეს პირველი ვიზიტია, რომელსაც ფხენიანი დაუშვებს ბირთვული იონგბიონის ობიექტის შესამოწმებლად. დელეგაცია ფხენიანში ხვალ დაბრუნდება.

გაეროს ჯგუფი ცდილობს შეათანხმოს გეგმა, რომლის თანახმად რეაატორის სამუშაოების შეჩერება უნდა მოხდეს, ზუსტად ისე როგორც ამის შესახებ პირობა დადო ფხენიანმა აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ჩინეთთან და რუსეთთან მოლაპარაკების დროს თებერვალში. ობიექტის სამუშაოების შეჩერების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა აღნიშნული ქვეყნებიდან საწვავს მიიღებს.

სამხრეთ კორეის განცხადებით, სეულის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას ხვალ და შაბათს შეხვდება რათა ფხენიანისთვის 50თი ათასი ტონა საწვავის უზრუნველყოფა განიხილონ.

XS
SM
MD
LG