ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ბაღდადსა და სამარაში მომხდარ აფეთქებებს რვა ერაყელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამარაში განხორციელებულ გზისპირა ნაღმის აფეთქებასი ხუთი პოლიციელი დაიღუპა. აფეთქების შემდეგ უშიშროების ძალებმა ცეცხლი გახსნეს, რის სედეგადაც ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ბაღდადში მომხდარ აფეთქებას კი სამი კაცის სიცოცხლე შეეწირა.