ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ემხრობა ტონი ბლერი


დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის წინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ამბობს, რომ პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარების მთავარ საწინდარს წარმოადგენს.

მოელიან, რომ ბატონი ბლერი ახლო აღმოსავლეთის მედიატორთა, ეგრეთწოდებული ”ოთხიანის” ანუ შეერთებული შტატების, ევროკავშირის, რუსეთის და გაეროს წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს. ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე მისი დასკვნითი გამოსვლისას ბატონმა ბლერმა განაცხადა, რომ პალესტინის და ისრაელის სახლემწიფოების თანაარსებობა რეალობას წარმოადგენს, თუმცა მისი თქმით, ამას დიდი დრო და სამუსაო დასჭირდება. მოელიან რომ “ოთხეული” ტონი ბლერის წარმომადგენლად დანიშნვის შესახებ დღეს განაცხადებს.

XS
SM
MD
LG