ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რომის პაპს ბენედიქტე მე-16-ეს ხვდება


ბატონი ბლერი და მისი მეუღლე შერი ვატიკანში დღეს ჩაფრინდნენ. ამ შეხვედრით კიდევ უფრო მძაფრდება ის მითქმა მოთქმა, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დატოვებს ანგლიკანურ ეკლესიას და კათოლიკედ მოინათლება.

შერი ბლერი კათოლიკეა, ისევე როგორც წყვილის ოთხივე შვილი. თავად ტონი ბლერი რეგულარულად ესწრება კათოლიკურ მესას, ოჯახთან ერთად.

გაზეთ “Times of London”-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ბატონი ბლერი აცხადებს, რომ მისი რელიგიური მრწამსის საკითხი საკმაოდ რთულია, და რომ ბევრი პრობლემა ისე არ წყდება, როგორც ეს უნდა მოხდეს.

ბლერი პრემიერ მინისტრის თანამდებობას ოთხშაბათს დატოვებს. მისი მემკვიდრე ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი გორდონ ბრაუნი იქნება.

XS
SM
MD
LG