ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ნეგროპონტე ფერვეზ მუშარაფს შეხვდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ნეგროპონტე პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს შეხვდა. მათ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლისა და პაკისტანის დემოკრატიული რეფორმების ირგვლივ ისაუბრეს. ბატონმა ნეგროპონტემ თქვა, რომ ამერიკისა და პაკისტანის ალიანსი ძალზე მყარია: „მე მოგახსენებთ, რომ ჩვენ ძლიერი მეგობრობა და ნდობა გვაკავშირებს. მე მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა ძალზე წარმატებულია და ჩვენს წინაშე არსებული სიძნელეების გადალახვაში გვიწყობს ხელს”. თქვა ბატონმა ნეგროპონტემ. „ტერორიზმთან ბრძოლის საქმესი პაკისტანს ვერვინ შეედრება”. დაამატა მან. ავღანეთის საზღვრის მიდამოებში ოთხმოც ათასამდე პაკისტანელი სამხედროა დისლოცირებული. 2001 წელს მოყოლებული დღემდე, ალ-ყაიდასა და მის მოკავშირეებთან ბრძოლას, ექვსასზე მეტი პაკისტანელი სამხედროსა და პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბატონი ნეგროპონტეს თქმით, შეერთებული შტატები და პაკისტანი ერთიანი ძალებით იბრძოლებენ ავღანეთსა და პაკისტანში დაბუდებული ტერორისტების წინააღმდეგ. ნეგროპონტეს ვიზიტი პაკისტანში არსებულ დაძაბულობას დაემთხვა. პრეზიდენტ მუშარაფის მიერ, მიმდინარე წლის დასაწყისში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იფტიხარ მოჰამად ჩოდრის გადააყენებამ საპროტესტო გამოსვლების ტალღა გამოიწვია. მთავრობამ მედიის წინაშე გაილაშქრა, მაგრამ საპროტესტო გამოსვლები მაინც გაგრძელდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი შინ მაკკორმაკი ამბობს, რომ პაკისტანმა დემოკრატიზაციის გზაზე დიდ წარმატებებს მიაღწია: „ეს სწორედ ისაა რაც ისეთ პოლიტიკურ სისტემაში ხდება, რომელიც გახსნას იწყებს. ეს ნამდვილად პოზიტიური ძვრაა. ხალხს ტავისუფლად ზალუძს საკუთარი აზრის გამოხატვა. ეს პაკისტანის დემოკრატიულ საზოგადოებად გარდაქმნის ნაწილია. მე ვთვლი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მსგავსი პოზიტიური ძვრები. ეს პრეზიდენტ მუშარაფის მიერ განხორციელებული ცვლილებების დამსახურებით ხდება”. დასძინა ბატონმა მაკკორმაკმა. მისი თქმით, ბატონ ჩოდრისთან დაკავშირებული საკითხი, პაკისტანში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მოგვარდეს. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით კი ბატონმა მაკკორმაკმა აღნიშნა: „პაკისტანის ხალხი გადაწყვეტს იმას თუ როდის და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და საერთოდ ყველაფერს ამ არჩევნებთან დაკავშირებით”. თქვა მან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ნეგროპონტე ამბობს, რომ შეერთებული შტატების სურვილია, რომ პაკისტანში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG