ბაღდადში სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 75 ადამიანი დაიღუპა და 130 დაიჭრა.
ბაღდადის მთავარი შიიტური მეჩეთის მახლობლად უძლიერესი აფეთქების შემდეგ მთელს ქალაქში უწესრიგო სროლა ატყდა.
ამ ტერაქტამდე ორი დღით ადრე ხელისუფლებამ გააუქმა ერაყის დედაქალაქში შემოღებული კომენდანტის საათი, რომელიც სამარაში შიიტური სალოცავის აფეთქების შემდეგ შემოიღეს.
ამასობაში ამერიკელი სამხედროები ბაღდადის ჩრდილოეთში ალ-ყაიდას ებრძვიან. ქალაქ ბაქუბას შემოგარენში მიმდინარე ოპერაციაში 10 000 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს. სპეცოპერაციის დასაწყისში მოწინააღმდეგის 22 მებრძოლი გაანადგურეს.
ბრძოლები მიმდინარეობს ნასირიაშიც. აქ ერაყის პოლიცია და შიიტური მაჰდის არმიის მეომრები ებრძვიან ერთმანეთს. დაღუპულია 23 ადამიანი.