ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ნეგროპონტე ერაყს ეწვია


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ნეგროპონტე მოულოდნელი ვიზიტით ბაღდადს ეწვია. ამერიკის და ერაყის ოფიციალური წრეების წარმონმადგენლებიაცხადებენ, რომ ბატონი ნეგროპონტე დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიკისა და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მათ ხელთ ჩაიგდეს თოთხმეტი ერაყელი ჯარისკაცი და პოლიციელი. ჯგუფი ქვეყვის ხელისუფლებისგან სუნიტი პატიმრების განთავისუფლებას მოითხოვს. წინააღმდეგ სემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრება. ჯგუფმა აგრეთვე სუნიტი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავეების მათთვის გადაცემა მოითხოვა.

ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ მათ ბაღდადში მდებარე ნაღმების საწარმო არმოაჩინეს. აგრეთვე დღეს ამერიკელებმა ტერორისტობაში ეჭვმიტანილი თერთმეტი კაცი დააკავეს. ფიქრობენ, რომ ზოგი მათგანი, ერაყში მოქმედ ალ-ყაიდას ლიდერთან არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG