ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამარჯვებას ერაყში საბედისწერრო მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატებისთვის


პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ ვაშინგტონზე და ნიუ-იორკზე 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გაიხსნა ალ-ყაიდას მიერ შეერთებულ შტატებზე დაგეგმილი არაერთი ტეორისტული შეთქმულება.

ამავე განცხადებაში პრეზიდენტი ბუში აღნიშნავს რომ 2006 წელს დიდმა ბრიტანეთმა შესძლო შეერთებული შტატებისკენ მომავალ სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების დაგეგმილი შეთქმულების ჩაშლა.

“ჩვენი სადაზვერვო ქსელი თვლის რომ ტერაქტი სულ რამდენიმე კვირაში უნდა განხოციელებულიყო, რომლის დამანგრეველი შედეგები 11 სექტემბრის შედეგებს გადააჭარბებდა.”

პრეზიდენტი ბუშის თანახმად შეერთებულმა შტატებმა ასევე მოახერხა ჩაეშალა ორი საჰაერო ტერაქტი რომლის ორგანიზატორად 11 სექტემბრის თავდასხმის ხელმძღვანელი ხალიდ შეიხ მოჰამედი იყო მიჩნეული. ამ ტერაქტის გეგმა ამერიკის დასავლეთ ნაწილში ყველაზე მაღალი შენობის აფეთქება იყო.

“გუანტანამოში მიმდინარე სასამართლოს პროცესის დროს ხალიდ შეიხ მოჰამედმა აღიარა რომ ლოს ანჟელესის ბიბლიოთეკის შენობაში ტერაქტი იყო დაგეგმილი.”

ალ-ყაიდასთვის ერაყი, ამბობს პრეზიდენტი ბუში ასევე ტერაქტების სამიზნეს წარმოადგენს. ოსამა ბინ ლადენმა ომს ერაყში საბედისწერო ომი უწოდა და განაცხადა რომ ალ-ყაიდას გამარჯვება შეერთებული შტატებს და მის მოკავშირე ქვეყნებს წარუმატებლობასა და სირცხვილს მოუტანს.

სწორედ ამ გეგმის აღსრულებისა და ერაყში ტერაქტების განხორციელების მიზნით გამოუშვა ბინ-ლადენმა მისი ერთგული მოკავშირე, ერაყში დაბადებული აბდ ალ ჰად ალ ირაქი, თუმცა ეს უკანასკნელი ერაყში შეღწევამდე დააკავეს. ალ ყაიდას სურს რომ შეერთებული შტატებინ და მისი მოკავშირე ქვეყნები ერაყიდან განდევნოს და იქ თავშესაფარი მოიწყოს.

“სადაზვერვო ქსელი მიიჩნევს რომ ალ ყაიდასთვის ერაყი ძალიან მიმზიდველი ადგილია სხვადახვა მიზეზების გამო, ერაყი არის ცენტრი ხალიფატებისა და განსაკუთრებით მათ შორის გაჩაღებული ომისა, როგორც რელიგიური ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით. ალ ყაიდას გამარჯვება ერაყში მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მოასწავებს, ისინი გადააგდებენ ამჟამინდელ მთავრობას , სიძულვილით განმსჭვალული იდეოლოგიის დამკვიდრებას შეუწყობენ ხელს და დაიგეგმება ახალ-ახალი თავდასხმები არამარტო ამერიკაზე არამედ სხვა ქვეყნებზეც. “

გამარჯვებას ერაყში საბედისწერრო მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატებისთვის, დასძინა პრეზიდენტმა ბუშმა.

XS
SM
MD
LG