ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ინტელიგენცია დღეს და გუშინ


თანამედროვე საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა თემა_ ინტელიგენცია და ხელისუფლება, მათი ურთიერთობა და კავშირები. ზოგადად დღევანდელი ხელისუფლების განწყობა, ე.წ. ყოფილი ინტელიგენციის მიმართ ცალსახად ცნობილია. და ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ განწყობას ნაწილობრივ საზოგადოებაც იზიარებს. მაგრამ საინტერესოა, გარდა ამ ანტირეკლამისა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ინტელიგენციის წინააღმდეგ, რა შეიცვალა ამ საკითხში ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, როგორ ხასიათდება ურთიერთობა ინტელიგენციისა და ხელისუფლებას შორის საბჭოთა სისტემის დროს? ხელოვნებათმცოდნე, თეო ხატიაშვილი აღნიშნავს.

თეო ხატიაშვილი - როცა საუბარია ხოლმე, თუ როგორ მოხდა ასეთი არაოფიციალური შეთანხმება ინტელიგენციასა და ხელისუფლებას შორის, სულ მახსენდება ხოლმე გრამში, რომელიც ლაპარაკობს ჰეგემონიაზე, რომელიც თანამედროვე სისტემებში შეიცვალა, მანამდე არსებული დომინააციით. ის წერს კაპიტალისტურ ურთიერთობებზე, რომელიც ქმნის მოჩვენებით დემოკრატიულ ურიერთობებს, როდესაც თითქოს ყველა კლასის და ფენის ინტერესებია გათვალისწინებული და ხდება შეთანხმება. ამ ლავირების საშუალებით ის მაინც საკუთარ იდეოლოგიას ავრეცელებს და სწორედ ეს არის ჰეგემონიის საფუძველი. როდესაც თითქოს ყველაფერი მშვიდად არის, აღარ არის ტერორი, აღარ არის რეპრესია, მაგრამ საბოლოო ჯამში მმართველი კლასი, მაინც საკუთარ იდეოლოგიას ავრცელებს.

ეს არის რაც გვქონდა, საინტერესოა რა გვაქვს დღეს? რა შეიცვალა ამ მიმართულებით და რა დარჩა უცვლელი? გვხვდება თუ არა დღეს ჩვენ საბჭოთა სისტემის დროს არსებული ინტელიგენტის ტიპი და თუკი გვხვდება სად?

თეო ხატიაშვილი – მენტალიტეტი არც ერთ სფეროში არ შეცვლილა. ღოდესაც დღეს ჩვენ ტოტალურად ვახდენთ ე.წ. კომუნისტური ინტელიგენციის მარგინალიზაციას, ესეც იმის ბრალია, რომ მენტალიტეტი არ შეცვლილა. რადგან ჩვენ ვიცით რომ იყვნენ ადამიანები, როემლნიც აშკარად ასოცირდებოდნენ კომუნისტურ სისტემასთან, მაგრამ არსებობდნენ ისეთებიც ვინც ნაკლებად დაკავშირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული. ასე, რომ ამგვარი საერთო დამოკიდებულება ყველა იმ დროინდელი ადამიანის მიმართ, სრულიად გაუმართლებელიადა არის სწორე დიმ მენტალიტეტის გადმონაშთი. ეს ახალი სახეები ან ძველი დროიდან მექანიკურ რეჟიმში გადმოსულები, ამ შემთხვევაში მათსა და ხელისუფლებას შორის, ურთიერთობის ზუსტად იგივე მექანიზმი მუშაობს.

ასე, რომ სამწუხაროდ მარტივია სხვისი და განსაკუთრებით წარსული დროის კრიტიკა, მაგრამ გაცილებით რთული აღმოჩნდა თვითკრიტიკულობა და იმ უზნეობის საკუთარ თავში დანახვა, რომელიც სხვაგან არ მოგვწონს.

XS
SM
MD
LG